ფოტო
გეოდეზისტი
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-09-15 - 2026-10-16
კომპანიის შესახებ:შპს „ტესენ ქონსთრაქშენი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანიის სამუშაო პროფილს სამოქალაქო მშენებლობა, კერძოდ კი სატრანსპორტო ინჟინერია და სამშენებლო პროექტების მართვა წარმოადგენს. კომპანია სპეციალიზირებულია გზების, მაგისტრალების, ხიდების და გვირაბების მშენებლობასა და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობაზე. შპს „ტესენ ქონსთრაქშენს“ საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს შესრულებული. 2025 წლიდან, განახლებული სახელით და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროექტების მართვის სისტემით, ტესენ ქონსთრაქშენი აგრძელებს განვითარებას და აძლიერებს გუნდს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით. ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის! იხილეთ ვებგვერდი: https://tesengroup.com/ge/„ტესენ ქონსთრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის პოზიციაზე.პოზიციის მოკლე აღწერა:გეოდეზისტის ძირითადი პასუხისმგებლობაა სამშენებლო პროექტებზე გეოდეზიური და ტოპოგრაფიული სამუშაოების შესრულება, საველე მონაცემების დამუშავება, შესრულებული სამუშაოების სიზუსტისა და საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი, ასევე შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება.ძირითადი მოვალეობები:• პროექტის ფარგლებში გეოდეზიური და ტოპოგრაფიული სამუშაოების შესრულება;• ობიექტზე პირველადი დაკვალვის, ტრასის აღდგენის, ნიველირების, აგეგმვისა და საშემსრულებლო გადაღებების წარმოება;• დაკვალვითი სამუშაოების შესრულება ტაქეომეტრისა და GPS სისტემების გამოყენებით;• საველე მონაცემების კამერალური დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;• შესრულებული სამუშაოების სიზუსტისა და საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;• რაოდენობრივი და საპროექტო შესრულებების მომზადებაში მონაწილეობა;• საპროექტო ცვლილებებისთვის საჭირო გეოდეზიური მონაცემების მომზადება და მიწოდება;• პროექტის გუნდთან და სხვა ჩართულ მხარეებთან სამუშაო საკითხების კოორდინაცია;• შრომის უსაფრთხოების, ხარისხის მოთხოვნებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:• უმაღლესი განათლება გეოდეზიის ან შესაბამის სფეროში;• გეოდეზისტად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;• საველე და კამერალური სამუშაოების პრაქტიკული გამოცდილება;• AutoCAD-ისა და Civil 3D-ის ცოდნა;• ტაქეომეტრთან და GPS მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება.პიროვნული უნარები:• სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;• დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;• პრობლემების დროულად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;ჩვენ გთავაზობთ:• სტაბილურ სამუშაო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;• სამედიცინო დაზღვევას;• ულიმიტო მობილურ პაკეტს;სამუშაო პირობები:• სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;• სამუშაო ადგილი: კომპანიის მიმდინარე სამშენებლო ობიექტები;• ანაზღაურება: შეთანხმებით.
პროექტის კოორდინატორი
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-09-15 - 2026-10-15
კომპანიის შესახებ:შპს „ტესენ ქონსთრაქშენი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანიის სამუშაო პროფილს სამოქალაქო მშენებლობა, კერძოდ კი სატრანსპორტო ინჟინერია და სამშენებლო პროექტების მართვა წარმოადგენს. კომპანია სპეციალიზირებულია გზების, მაგისტრალების, ხიდების და გვირაბების მშენებლობასა და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობაზე. შპს „ტესენ ქონსთრაქშენს“ საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს შესრულებული.2025 წლიდან, განახლებული სახელით და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროექტების მართვის სისტემით, ტესენ ქონსთრაქშენი აგრძელებს განვითარებას და აძლიერებს გუნდს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით. ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის! შპს “ტესენ ქონსთრაქშენი” აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე. პოზიციის მოკლე აღწერილობა:პროექტის კოორდინატორი პროექტის მენეჯერისა და სხვადასხვა სამუშაო გუნდის ყოველდღიური დამაკავშირებელია. პოზიციის მიზანია პროექტების საინჟინრო-ტექნიკური, საორგანიზაციო და დოკუმენტური პროცესების კოორდინაცია, პროგრესისა და ვადების კონტროლი, ცვლილებების შეთანხმების მხარდაჭერა და შესრულებული სამუშაოების სრულყოფილი დოკუმენტირება.ეს პოზიცია განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც ტექნიკური ცოდნის გამოყენება არა მხოლოდ დოკუმენტაციისთვის, არამედ პროექტის საერთო პროცესის გასაუმჯობესებლად სურს.ძირითადი მოვალეობები:პროექტის მენეჯერთან ერთად მიმდინარე პროექტების პრიორიტეტების, სამუშაო გეგმებისა და ვადების კოორდინაცია;ობიექტის გუნდის, ტექნიკური ოფისის, შესყიდვების, ფინანსური სამსახურის, დამკვეთისა და ზედამხედველის შორის ინფორმაციის დროული მიმოცვლა; შეხვედრების, ოქმებისა და დავალებების რეესტრის წარმოება და შესრულების კონტროლი;პროექტის ფაქტობრივი პროგრესის მონიტორინგი, დაგეგმილ მაჩვენებლებთან შედარება, შესაძლო შეფერხებებისა და რისკების ადრეული იდენტიფიცირება და ანგარიშების მომზადება;საჭიროებისამებრ ობიექტზე ვიზიტი, არსებული მდგომარეობის დათვალიერება, ტექნიკური საკითხების ადგილზე შესწავლა და შესაბამის გუნდებთან შემდგომი რეაგირების კოორდინაცია;საპროექტო და საინჟინრო-ტექნიკური ცვლილებების საჭიროების იდენტიფიცირება, დასაბუთებისა და გადაწყვეტილების მომზადების მხარდაჭერა და დამკვეთთან, ზედამხედველთან თუ საპროექტო ორგანიზაციასთან შეთანხმების პროცესის კოორდინაცია;შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მომზადება და წარდგენა, მათ შორის მოცულობების, ლაბორატორიული დასკვნების, სერტიფიკატების, ფარული სამუშაოების აქტებისა და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტების თავმოყრა და კონტროლი;შესრულებული მოცულობების აღრიცხვა და პროგრამებში ასახვა; პროექტის კორესპონდენციის, გადაწყვეტილებების, დამტკიცებებისა და ცვლილებების რეესტრების წარმოება;პროექტის დახურვის, მიღება-ჩაბარებისა და საგარანტიო პერიოდის დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის, ინფრასტრუქტურული მშენებლობის, პროექტების მართვის ან მონათესავე მიმართულებითმინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება სამშენებლო პროექტებში — პროექტის კოორდინაციის, ტექნიკური ოფისის, ობიექტის ინჟინერიის, ზედამხედველობის ან პროექტის ადმინისტრირების მიმართულებითსაპროექტო ნახაზების, სამუშაოთა მოცულობების უწყისისა (BoQ) და ძირითადი ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაანალიზების უნარიფორმა №2-ის მომზადებისა და შესრულებული მოცულობების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მართვის გამოცდილებაMS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ისა და Word-ის, კარგი ცოდნა; ასევე AutoCAD-ის ან MS Project-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობადინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად პიროვნული უნარები:დეტალებზე ორიენტირებულობაკომუნიკაციის უნარიორგანიზებულობა და დროის მართვაპრობლემების გადაჭრის უნარიგუნდური მუშაობის უნარიანალიტიკური აზროვნებაჩვენ გთავაზობთ:მრავალფეროვან და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულობასგამოცდილ გუნდთან მუშაობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობასსტაბილურ, თანამშრომლობაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოსსამედიცინო დაზღვევასულიმიტო მობილურ პაკეტსსამუშაო პირობები:სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთისამუშაო ადგილი: სათაო ოფისიანაზღაურება: შეთანხმებით 
სამშენებლო ობიექტის კოორდინატორი (Site Coordinator)
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-09-14 - 2026-10-14
კომპანიის შესახებ:შპს „ტესენ ქონსთრაქშენი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანიის სამუშაო პროფილს სამოქალაქო მშენებლობა, კერძოდ კი სატრანსპორტო ინჟინერია და სამშენებლო პროექტების მართვა წარმოადგენს. კომპანია სპეციალიზირებულია გზების, მაგისტრალების, ხიდების და გვირაბების მშენებლობასა და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობაზე. შპს „ტესენ ქონსთრაქშენს“ საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს შესრულებული. 2025 წლიდან, განახლებული სახელით და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროექტების მართვის სისტემით, ტესენ ქონსთრაქშენი აგრძელებს განვითარებას და აძლიერებს გუნდს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით. ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის!  შპს „ტესენ ქონსთრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის კოორდინატორის (Site Coordinator) პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები:• სამშენებლო ობიექტზე საჭირო მასალების, ტექნიკისა და სხვა რესურსების მოთხოვნის შეგროვება და დამუშავება• ობიექტის ხელმძღვანელთან და ზედამხედველთან კოორდინაციით რესურსების საჭიროების დაზუსტება• სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და მომსახურებების მომარაგების პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობა• მიღებული მასალებისა და რესურსების აღრიცხვისა და განაწილების მხარდაჭერა ობიექტზე• ქვეკონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან ოპერატიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა• სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებასა და მონაცემების შეგროვებაში მონაწილეობა• ობიექტზე რესურსების სწორად გამოყენებისა და წესრიგის უზრუნველყოფის მხარდაჭერა• ობიექტზე მიმდინარე სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია შესაბამის პირებთან• ხელმძღვანელობისთვის საჭირო ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობასაკვალიფიკაციო მოთხოვნები:• უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო ან ტექნიკური მიმართულებით)• მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში (საწყობი, მომარაგება, ობიექტის მხარდაჭერა)• MS Office-ის ცოდნა• დოკუმენტაციის წარმოების უნარი• მართვის მოწმობა — B კატეგორია• AutoCAD, Civil 3D, Revit ან მსგავს პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობადპიროვნული უნარები:• დეტალებზე ორიენტირებულობა• ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა• ეფექტური კომუნიკაციის უნარი• გუნდში მუშაობის უნარი• ოპერატიული რეაგირება ყოველდღიურ სამუშაო საკითხებზეჩვენ გთავაზობთ:• სტაბილურ სამუშაო გარემოს და პროფესიულ განვითარებას• სამედიცინო დაზღვევას• ულიმიტო მობილურ პაკეტს• Fitpass-ის კორპორატიულ ფასდაკლების ბარათსსამუშაო პირობები:• სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი• სამუშაო ადგილი: სამშენებლო ობიექტი / ოფისი• ანაზღაურება: შეთანხმებით
სამშენებლო ობიექტის მენეჯერი (Site Manager)
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-09-14 - 2026-10-14
კომპანიის შესახებ:შპს „ტესენ ქონსთრაქშენი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანიის სამუშაო პროფილს სამოქალაქო მშენებლობა, კერძოდ კი სატრანსპორტო ინჟინერია და სამშენებლო პროექტების მართვა წარმოადგენს. კომპანია სპეციალიზირებულია გზების, მაგისტრალების, ხიდების და გვირაბების მშენებლობასა და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობაზე. შპს „ტესენ ქონსთრაქშენს“ საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს შესრულებული. 2025 წლიდან, განახლებული სახელით და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროექტების მართვის სისტემით, ტესენ ქონსთრაქშენი აგრძელებს განვითარებას და აძლიერებს გუნდს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით. ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის! შპს “ტესენ ქონსთრაქშენი” აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე.პოზიციის მოკლე აღწერილობა:სამშენებლო ობიექტის მენეჯერი პასუხისმგებელია სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების ორგანიზებაზე, ტექნიკურ ზედამხედველობაზე, ხარისხის, ვადებისა და რესურსების ეფექტურ მართვაზე. პოზიცია გულისხმობს პროექტის გეგმა-გრაფიკის დაცვას, გუნდების კოორდინაციას და სამუშაოების შესრულებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.ობიექტის მენეჯერი ანგარიშვალდებულია ტექნიკური დირექტორის წინაშე და მჭიდროდ თანამშრომლობს პროექტის მენეჯერთან.ძირითადი მოვალეობები:• სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და ტექნიკური ზედამხედველობა პროექტის ნახაზების, სპეციფიკაციების და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად• სამუშაოების შესრულების კონტროლი დამტკიცებული გეგმა-გრაფიკისა და ვადების დაცვით• სამშენებლო გუნდის, ქვეკონტრაქტორებისა და მომწოდებლების კოორდინაცია ობიექტზე• შესრულებული სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი და ხარვეზების დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა• შრომის უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა სამშენებლო ობიექტზე• სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა• პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში მუშაობისა და ხარჯების კონტროლი პროექტის მენეჯერთან ერთად• სამშენებლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან• სამშენებლო დოკუმენტაციის ზუსტი წარმოება (ჟურნალები, ფორმა №2, შესრულებული სამუშაოების მოცულობები)• ტექნიკური, ლოგისტიკური და ორგანიზაციული პრობლემების იდენტიფიცირება და ოპერატიული გადაწყვეტასაკვალიფიკაციო მოთხოვნები:• უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით• მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ობიექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე• სამშენებლო ნორმებისა და რეგლამენტების ცოდნა• MS Office-ის ცოდნა• მართვის მოწმობა — B კატეგორია• უპირატესობა მიენიჭება AutoCAD, Civil 3D, Revit ან მსგავს პროგრამებში მუშაობის გამოცდილებასპიროვნული უნარები:• შედეგზე და დეტალებზე ორიენტირებულობა• დროის ეფექტური მართვა და ორგანიზებულობა• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა• ძლიერი კომუნიკაციის უნარები• სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაჩვენ გთავაზობთ:• სტაბილურ სამუშაო გარემოს და პროფესიულ განვითარებას• სამედიცინო დაზღვევას• ულიმიტო მობილურ პაკეტს• Fitpass-ის კორპორატიულ ფასდაკლების ბარათსსამუშაო პირობები:• სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი • სამუშაო ადგილი: სამშენებლო ობიექტი / ოფისი• ანაზღაურება: შეთანხმებით