შპს „ტესენ ქონსთრაქშენი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანიის სამუშაო პროფილს სამოქალაქო მშენებლობა, კერძოდ კი სატრანსპორტო ინჟინერია და სამშენებლო პროექტების მართვა წარმოადგენს. კომპანია სპეციალიზირებულია გზების, მაგისტრალების, ხიდების და გვირაბების მშენებლობასა და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობაზე. შპს „ტესენ ქონსთრაქშენს“ საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს შესრულებული.
2025 წლიდან, განახლებული სახელით და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროექტების მართვის სისტემით, ტესენ ქონსთრაქშენი აგრძელებს განვითარებას და აძლიერებს გუნდს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით.
ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის!
შპს “ტესენ ქონსთრაქშენი” აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.
პოზიციის მოკლე აღწერილობა:
პოზიციის მიზანია სამშენებლო პროექტების ფარგლებში საინჟინრო-ტექნიკური პროცესების მხარდაჭერა, პროექტში განხორციელებული ცვლილებების შეფასება და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა. პოზიცია უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაციის მომზადებასა და კონტროლს (ფორმა #2), პროექტის პროგრესის მონიტორინგს და ეფექტურ კომუნიკაციას საპროექტო გუნდთან, დამკვეთთან და სხვა შესაბამის მხარეებთან.
ძირითადი მოვალეობები:
• პროექტების განხორციელებისას ცვლილებების საჭიროებების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი, გადაწყვეტილებების ალტერნატივების მომზადება და განხილვა საპროექტო გუნდთან ერთად.
• პროექტში განსახორციელებელი ცვლილებების შეფასება, უბანზე გასვლა, დათვალიერება და ადგილზე შესწავლა.
• პროექტებში განხორციელებული მნიშვნელოვანი საინჟინრო-ტექნიკური ცვლილებების კომუნიკაცია დამკვეთთან, მოლაპარაკება და დასაბუთება.
• საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიასთან ურთიერთობა და ცვლილებების დასაბუთება.
• პროექტის მსვლელობისას ნებისმიერი სახის დაგეგმილი ცვლილების წერილობითი შეთანხმება.
• საპროექტო ცვლილებების საპროექტო ორგანიზაციებთან შეთანხმება.
• ობიექტებზე საგარანტიო ვადების გასვლის შემდეგ დამკვეთთან ერთად დათვალიერების აქტის შედგენა და საგარანტიო თანხების გამოთხოვა.
• შუალედური ფორმა #2-ის დამკვეთთან წარდგენა
• ფორმა #2-ის შედგენისთვის ყველა საჭირო საბუთის თავმოყრა (ლაბორატორიული დასკვნა, სერტიფიკატები, ფარული სამუშაოების აქტები და სხვ.)
• ფორმა #2-ისა და ობიექტზე შედგენილი დამატებითი დეფექტური აქტების მიხედვით ობიექტებზე მასალების ჩამოწერა.
• შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა #2) მომზადება და საჭირო Back-Up დოკუმენტაციის მოძიება / თავმოყრა.
• ობიექტის დასრულებისას საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.
• ობიექტზე ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოების შესახებ Daily Report-ების თავმოყრა.
• მოცულობების პროგრამაში ასახვა, პროგრესის დაანგარიშება და რეპორტინგის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის ან ინფრასტრუქტურული მშენებლობის მიმართულებით.
• 2-3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო პროექტების მართვის, ტექნიკური ზედამხედველობის ან პროექტის ადმინისტრირების მიმართულებით.
• სამშენებლო პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის ცოდნა.
• ფორმა #2-ის მომზადებისა და დოკუმენტაციის მართვის გამოცდილება.
• სამშენებლო მოცულობების დათვლისა და პროგრესის ანგარიშგების ცოდნა.
• სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა.
• MS Office (Excel, Word) – კარგი დონე.
• ინგლისური - სასურველია სამუშაო დონეზე.
პიროვნული უნარები:
• დეტალებზე ორიენტირებულობა
• კომუნიკაციის უნარი
• ორგანიზებულობა და დროის მართვა
• პრობლემების გადაჭრის უნარი
• გუნდური მუშაობის უნარი
• ანალიტიკური აზროვნება
ჩვენ გთავაზობთ:
• სტაბილურ სამუშაო გარემოს და პროფესიულ განვითარებას
• სამედიცინო დაზღვევას
• ულიმიტო მობილურ პაკეტს
• Fitpass-ის კორპორატიულ ფასდაკლების ბარათს
სამუშაო პირობები:
• სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (შესაძლებელია ზეგანაკვეთური სამუშაო)
• სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი
• ანაზღაურება: შეთანხმებით