საწყობის მენეჯერი
09-10-2026 - 09-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანიის შესახებ

შპს „ტესენ ქონსთრაქშენი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სამოქალაქო მშენებლობა, კერძოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო პროექტების მართვა. კომპანია სპეციალიზებულია გზების, მაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობაში.

კომპანიას საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი წარმატებით განხორციელებული პროექტი აქვს შესრულებული.

2025 წლიდან, განახლებული სახელითა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პროექტების მართვის სისტემით, ტესენ ქონსთრაქშენი განაგრძობს განვითარებას და აძლიერებს გუნდს პროფესიონალი კადრებით.

ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის!

ტესენ ქონსთრაქშენი აცხადებს ვაკანსიას  საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო ობიექტზე შემოსული მასალებისა და ინვენტარის მიღება, რაოდენობის გადამოწმება და დასაწყობება შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
  • ობიექტის საწყობიდან მასალებისა და ინვენტარის გაცემა მოთხოვნის საფუძველზე;
  • გაცემული მასალების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • ობიექტის საწყობში არსებული ნაშთების რეგულარული კონტროლი და კვირაში ერთხელ ინვენტარიზაციის ჩატარება;
  • ნაშთებში გამოვლენილ განსხვავებებზე დროული რეაგირება და ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის მიწოდება;
  • სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის სწორად განთავსებისა და შენახვის პირობების უზრუნველყოფა;
  • ობიექტის საწყობის ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა;
  • ობიექტზე მასალების მოძრაობასთან დაკავშირებულ საკითხებში კომპანიის შესაბამის თანამშრომლებთან თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება

სამუშაო გამოცდილება

  • მინიმუმ 1  წლიანი გამოცდილება საწყობის მართვის სფეროში;
  • მასალების მიღება-გაცემის, აღრიცხვის, მარაგების კონტროლისა და დოკუმენტაციის მართვის პრაქტიკული გამოცდილება.

ცოდნა და უნარები:

  • დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა.

ანაზღაურება: 1500 ლარი (ნეტი)

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ულიმიტო სასაუბრო დროს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მზარდ სამუშაო გარემოს;
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!