კომპანიის შესახებ:
შპს „ტესენ ქონსთრაქშენი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანიის სამუშაო პროფილს სამოქალაქო მშენებლობა, კერძოდ კი სატრანსპორტო ინჟინერია და სამშენებლო პროექტების მართვა წარმოადგენს. კომპანია სპეციალიზირებულია გზების, მაგისტრალების, ხიდების და გვირაბების მშენებლობასა და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობაზე. შპს „ტესენ ქონსთრაქშენს“ საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს შესრულებული.
2025 წლიდან, განახლებული სახელით და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროექტების მართვის სისტემით, ტესენ ქონსთრაქშენი აგრძელებს განვითარებას და აძლიერებს გუნდს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით.
ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის!
შპს “ტესენ ქონსთრაქშენი” აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მოკლე აღწერილობა:
სამშენებლო ობიექტის მენეჯერი პასუხისმგებელია სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების ორგანიზებაზე, ტექნიკურ ზედამხედველობაზე, ხარისხის, ვადებისა და რესურსების ეფექტურ მართვაზე. პოზიცია გულისხმობს პროექტის გეგმა-გრაფიკის დაცვას, გუნდების კოორდინაციას და სამუშაოების შესრულებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
ობიექტის მენეჯერი ანგარიშვალდებულია ტექნიკური დირექტორის წინაშე და მჭიდროდ თანამშრომლობს პროექტის მენეჯერთან.
ძირითადი მოვალეობები:
• სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და ტექნიკური ზედამხედველობა პროექტის ნახაზების, სპეციფიკაციების და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად
• სამუშაოების შესრულების კონტროლი დამტკიცებული გეგმა-გრაფიკისა და ვადების დაცვით
• სამშენებლო გუნდის, ქვეკონტრაქტორებისა და მომწოდებლების კოორდინაცია ობიექტზე
• შესრულებული სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი და ხარვეზების დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა
• შრომის უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა სამშენებლო ობიექტზე
• სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა
• პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში მუშაობისა და ხარჯების კონტროლი პროექტის მენეჯერთან ერთად
• სამშენებლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან
• სამშენებლო დოკუმენტაციის ზუსტი წარმოება (ჟურნალები, ფორმა №2, შესრულებული სამუშაოების მოცულობები)
• ტექნიკური, ლოგისტიკური და ორგანიზაციული პრობლემების იდენტიფიცირება და ოპერატიული გადაწყვეტა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით
• მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ობიექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე
• სამშენებლო ნორმებისა და რეგლამენტების ცოდნა
• MS Office-ის ცოდნა
• მართვის მოწმობა — B კატეგორია
• უპირატესობა მიენიჭება AutoCAD, Civil 3D, Revit ან მსგავს პროგრამებში მუშაობის გამოცდილებას
პიროვნული უნარები:
• შედეგზე და დეტალებზე ორიენტირებულობა
• დროის ეფექტური მართვა და ორგანიზებულობა
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
• ძლიერი კომუნიკაციის უნარები
• სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება
ჩვენ გთავაზობთ:
• სტაბილურ სამუშაო გარემოს და პროფესიულ განვითარებას
• სამედიცინო დაზღვევას
• ულიმიტო მობილურ პაკეტს
• Fitpass-ის კორპორატიულ ფასდაკლების ბარათს
სამუშაო პირობები:
• სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
• სამუშაო ადგილი: სამშენებლო ობიექტი / ოფისი
• ანაზღაურება: შეთანხმებით