კომპანიის შესახებ:
შპს „ტესენ ქონსთრაქშენი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანიის სამუშაო პროფილს სამოქალაქო მშენებლობა, კერძოდ კი სატრანსპორტო ინჟინერია და სამშენებლო პროექტების მართვა წარმოადგენს. კომპანია სპეციალიზირებულია გზების, მაგისტრალების, ხიდების და გვირაბების მშენებლობასა და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობაზე. შპს „ტესენ ქონსთრაქშენს“ საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს შესრულებული.
2025 წლიდან, განახლებული სახელით და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროექტების მართვის სისტემით, ტესენ ქონსთრაქშენი აგრძელებს განვითარებას და აძლიერებს გუნდს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით.
ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის!
შპს „ტესენ ქონსთრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის კოორდინატორის (Site Coordinator) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• სამშენებლო ობიექტზე საჭირო მასალების, ტექნიკისა და სხვა რესურსების მოთხოვნის შეგროვება და დამუშავება
• ობიექტის ხელმძღვანელთან და ზედამხედველთან კოორდინაციით რესურსების საჭიროების დაზუსტება
• სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და მომსახურებების მომარაგების პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობა
• მიღებული მასალებისა და რესურსების აღრიცხვისა და განაწილების მხარდაჭერა ობიექტზე
• ქვეკონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან ოპერატიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა
• სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებასა და მონაცემების შეგროვებაში მონაწილეობა
• ობიექტზე რესურსების სწორად გამოყენებისა და წესრიგის უზრუნველყოფის მხარდაჭერა
• ობიექტზე მიმდინარე სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია შესაბამის პირებთან
• ხელმძღვანელობისთვის საჭირო ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო ან ტექნიკური მიმართულებით)
• მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში (საწყობი, მომარაგება, ობიექტის მხარდაჭერა)
• MS Office-ის ცოდნა
• დოკუმენტაციის წარმოების უნარი
• მართვის მოწმობა — B კატეგორია
• AutoCAD, Civil 3D, Revit ან მსგავს პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარები:
• დეტალებზე ორიენტირებულობა
• ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი
• გუნდში მუშაობის უნარი
• ოპერატიული რეაგირება ყოველდღიურ სამუშაო საკითხებზე
ჩვენ გთავაზობთ:
• სტაბილურ სამუშაო გარემოს და პროფესიულ განვითარებას
• სამედიცინო დაზღვევას
• ულიმიტო მობილურ პაკეტს
• Fitpass-ის კორპორატიულ ფასდაკლების ბარათს
სამუშაო პირობები:
• სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
• სამუშაო ადგილი: სამშენებლო ობიექტი / ოფისი
• ანაზღაურება: შეთანხმებით