კომპანიის შესახებ:
შპს „ტესენ ქონსთრაქშენი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანიის სამუშაო პროფილს სამოქალაქო მშენებლობა, კერძოდ კი სატრანსპორტო ინჟინერია და სამშენებლო პროექტების მართვა წარმოადგენს. კომპანია სპეციალიზირებულია გზების, მაგისტრალების, ხიდების და გვირაბების მშენებლობასა და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობაზე. შპს „ტესენ ქონსთრაქშენს“ საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს შესრულებული.
2025 წლიდან, განახლებული სახელით და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროექტების მართვის სისტემით, ტესენ ქონსთრაქშენი აგრძელებს განვითარებას და აძლიერებს გუნდს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით.
ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის!
შპს „ტესენ ქონსთრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ:
სამუშაოთა მწარმოებელი პასუხისმგებელია სამშენებლო უბანზე მიმდინარე სამუშაოების ორგანიზებასა და ეფექტურ მართვაზე, რესურსების სწორ განაწილებაზე, სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფასა და სამშენებლო სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• სამშენებლო უბანზე მიმდინარე სამუშაოების ორგანიზება და კონტროლი;
• შეთანხმებული გეგმის მიხედვით სამუშაოების დაწყება, დავალებების გადანაწილება და პროცესების კოორდინაცია;
• მობილური ჯგუფების მუშაობის დაგეგმვა და ჩართულ პირებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
• უბანზე გამოყოფილი ტექნიკური, მატერიალური და ადამიანური რესურსების მართვა;
• სამუშაოების შესრულების კონტროლი სამშენებლო სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად;
• სამუშაო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე დროული რეაგირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების ინიცირება;
• შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური რეპორტინგი და ტექნიკური განყოფილებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
• უბანზე საჭირო დოკუმენტაციის წარმოებისა და შესაბამისი პირებისთვის გადაცემის უზრუნველყოფა;
• მასალებისა და სხვა რესურსების რაციონალური გამოყენების კონტროლი;
• სამშენებლო უბანზე დისციპლინისა და სამუშაო წესების დაცვის უზრუნველყოფა;
• პროექტის განხორციელების პროცესში შესაძლო რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელობის ინფორმირება;
• სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, კვალიფიკაციისა და კომპეტენციის ფარგლებში.
განათლება და გამოცდილება:
• საინჟინრო ან სამშენებლო ტექნიკური განათლება;
• მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სამუშაოების მართვის მიმართულებით.
პროფესიული უნარები:
• სამშენებლო პროცესების ორგანიზებისა და მართვის გამოცდილება;
• რესურსების ეფექტური მართვის უნარი;
• სამშენებლო სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
• გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
• სტაბილურ სამუშაო გარემოს და პროფესიულ განვითარებას
• სამედიცინო დაზღვევას
• ულიმიტო მობილურ პაკეტს
• Fitpass-ის კორპორატიულ ფასდაკლების ბარათს
სამუშაო პირობები:
• სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
• სამუშაო ადგილი: სამშენებლო ობიექტი
• ანაზღაურება: შეთანხმებით