კომპანიის შესახებ:
შპს „ტესენ ქონსთრაქშენი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანიის სამუშაო პროფილს სამოქალაქო მშენებლობა, კერძოდ კი სატრანსპორტო ინჟინერია და სამშენებლო პროექტების მართვა წარმოადგენს. კომპანია სპეციალიზირებულია გზების, მაგისტრალების, ხიდების და გვირაბების მშენებლობასა და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობაზე. შპს „ტესენ ქონსთრაქშენს“ საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს შესრულებული.
2025 წლიდან, განახლებული სახელით და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროექტების მართვის სისტემით, ტესენ ქონსთრაქშენი აგრძელებს განვითარებას და აძლიერებს გუნდს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით.
ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის!
შპს “ტესენ ქონსთრაქშენი” აცხადებს ვაკანსიას HSE მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მოკლე აღწერილობა:
HSE მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულების კონტროლსა და კოორდინაციაზე. უზრუნველყოფს უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას, რისკების პრევენციას, ინსპექტირებებისა და ტრენინგების ორგანიზებას, ასევე უსაფრთხოების კულტურის გაძლიერებას ყველა მიმდინარე პროექტზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• კომპანიის HSE პოლიტიკის, პროცედურებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და შესრულების კონტროლი;
• აუთსორს HSE მომსახურების მიმწოდებელ კომპანიასთან კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი;
• სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
• PPE-ის სწორად გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის მონიტორინგი;
• რისკების, დარღვევებისა და პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
• კრიტიკული საფრთხის შემთხვევაში სამუშაოების შეჩერების ინიცირება;
• HSE ინსპექტირებებსა და შიდა აუდიტებში მონაწილეობა;
• უბედური შემთხვევებისა და near-miss შემთხვევების მოკვლევის პროცესის კოორდინაცია;
• უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ორგანიზება;
• ახალი თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების საწყისი ინსტრუქტაჟის უზრუნველყოფა;
• თანამშრომლების, კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების HSE შესაბამისობის კონტროლი;
• HSE დოკუმენტაციისა და ანგარიშგების სიზუსტის კონტროლი;
• ადგილობრივ კანონმდებლობასთან და HSE მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
• პროექტის მენეჯერებთან, ტექნიკურ და QA/QC გუნდებთან კოორდინაცია;
• ხელმძღვანელობისთვის პერიოდული HSE ანგარიშგების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ტექნიკური, საინჟინრო, შრომის უსაფრთხოების ან სხვა შესაბამის მიმართულებით;
• მოქმედი HSE / შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატი;
• სამშენებლო / ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
• საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობისა და საერთაშორისო HSE სტანდარტების ცოდნა;
• რისკების შეფასების, ინციდენტების მოკვლევისა და უსაფრთხოების პროცესების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება;
• უსაფრთხოების ინსპექტირებების, კონტროლისა და აუდიტების ჩატარების გამოცდილება;
• MS Office პროგრამების ცოდნა;
• სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა;
• სასურველია ISO 45001 / ISO 14001 სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;
• დეტალებზე ორიენტირებულობა და რისკების დროული იდენტიფიცირების უნარი;
• გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისა და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი;
• ძლიერი კომუნიკაციის, კოორდინაციისა და კონტროლის უნარები;
• ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
• პრობლემების ანალიზისა და ეფექტური გადაწყვეტის უნარი;
• სტრესულ და მაღალი პასუხისმგებლობის გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
• პროფესიული განვითარების და ზრდის შესაძლებლობას;
• სამედიცინო დაზღვევას
• ულიმიტო მობილურ პაკეტს
• Fitpass-ის კორპორატიულ ფასდაკლების ბარათს
სამუშაო პირობები:
• სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
• სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი/ობიექტები
• ანაზღაურება: შეთანხმებით