კომპანიის შესახებ:
შპს „ტესენ ქონსთრაქშენი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანიის სამუშაო პროფილს სამოქალაქო მშენებლობა, კერძოდ კი სატრანსპორტო ინჟინერია და სამშენებლო პროექტების მართვა წარმოადგენს. კომპანია სპეციალიზირებულია გზების, მაგისტრალების, ხიდების და გვირაბების მშენებლობასა და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობაზე. შპს „ტესენ ქონსთრაქშენს“ საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს შესრულებული.
2025 წლიდან, განახლებული სახელით და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროექტების მართვის სისტემით, ტესენ ქონსთრაქშენი აგრძელებს განვითარებას და აძლიერებს გუნდს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით.
ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის!
შპს “ტესენ ქონსთრაქშენი” აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.
პოზიციის მოკლე აღწერილობა:
პროექტის კოორდინატორი პროექტის მენეჯერისა და სხვადასხვა სამუშაო გუნდის ყოველდღიური დამაკავშირებელია. პოზიციის მიზანია პროექტების საინჟინრო-ტექნიკური, საორგანიზაციო და დოკუმენტური პროცესების კოორდინაცია, პროგრესისა და ვადების კონტროლი, ცვლილებების შეთანხმების მხარდაჭერა და შესრულებული სამუშაოების სრულყოფილი დოკუმენტირება.
ეს პოზიცია განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც ტექნიკური ცოდნის გამოყენება არა მხოლოდ დოკუმენტაციისთვის, არამედ პროექტის საერთო პროცესის გასაუმჯობესებლად სურს.
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის მენეჯერთან ერთად მიმდინარე პროექტების პრიორიტეტების, სამუშაო გეგმებისა და ვადების კოორდინაცია;
- ობიექტის გუნდის, ტექნიკური ოფისის, შესყიდვების, ფინანსური სამსახურის, დამკვეთისა და ზედამხედველის შორის ინფორმაციის დროული მიმოცვლა; შეხვედრების, ოქმებისა და დავალებების რეესტრის წარმოება და შესრულების კონტროლი;
- პროექტის ფაქტობრივი პროგრესის მონიტორინგი, დაგეგმილ მაჩვენებლებთან შედარება, შესაძლო შეფერხებებისა და რისკების ადრეული იდენტიფიცირება და ანგარიშების მომზადება;
- საჭიროებისამებრ ობიექტზე ვიზიტი, არსებული მდგომარეობის დათვალიერება, ტექნიკური საკითხების ადგილზე შესწავლა და შესაბამის გუნდებთან შემდგომი რეაგირების კოორდინაცია;
- საპროექტო და საინჟინრო-ტექნიკური ცვლილებების საჭიროების იდენტიფიცირება, დასაბუთებისა და გადაწყვეტილების მომზადების მხარდაჭერა და დამკვეთთან, ზედამხედველთან თუ საპროექტო ორგანიზაციასთან შეთანხმების პროცესის კოორდინაცია;
- შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მომზადება და წარდგენა, მათ შორის მოცულობების, ლაბორატორიული დასკვნების, სერტიფიკატების, ფარული სამუშაოების აქტებისა და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტების თავმოყრა და კონტროლი;
- შესრულებული მოცულობების აღრიცხვა და პროგრამებში ასახვა; პროექტის კორესპონდენციის, გადაწყვეტილებების, დამტკიცებებისა და ცვლილებების რეესტრების წარმოება;
- პროექტის დახურვის, მიღება-ჩაბარებისა და საგარანტიო პერიოდის დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის, ინფრასტრუქტურული მშენებლობის, პროექტების მართვის ან მონათესავე მიმართულებით
- მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება სამშენებლო პროექტებში — პროექტის კოორდინაციის, ტექნიკური ოფისის, ობიექტის ინჟინერიის, ზედამხედველობის ან პროექტის ადმინისტრირების მიმართულებით
- საპროექტო ნახაზების, სამუშაოთა მოცულობების უწყისისა (BoQ) და ძირითადი ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაანალიზების უნარი
- ფორმა №2-ის მომზადებისა და შესრულებული მოცულობების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მართვის გამოცდილება
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ისა და Word-ის, კარგი ცოდნა; ასევე AutoCAD-ის ან MS Project-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- კომუნიკაციის უნარი
- ორგანიზებულობა და დროის მართვა
- პრობლემების გადაჭრის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- ანალიტიკური აზროვნება
ჩვენ გთავაზობთ:
- მრავალფეროვან და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულობას
- გამოცდილ გუნდთან მუშაობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- სტაბილურ, თანამშრომლობაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
- სამედიცინო დაზღვევას
- ულიმიტო მობილურ პაკეტს
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
- სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი
- ანაზღაურება: შეთანხმებით