გეოდეზისტის დამხმარე
14-07-2026 - 14-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანიის შესახებ:

შპს „ტესენ ქონსთრაქშენი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანიის სამუშაო პროფილს სამოქალაქო მშენებლობა, კერძოდ კი სატრანსპორტო ინჟინერია და სამშენებლო პროექტების მართვა წარმოადგენს. კომპანია სპეციალიზირებულია გზების, მაგისტრალების, ხიდების და გვირაბების მშენებლობასა და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობაზე. შპს „ტესენ ქონსთრაქშენს“ საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს შესრულებული.

2025 წლიდან, განახლებული სახელით და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროექტების მართვის სისტემით, ტესენ ქონსთრაქშენი აგრძელებს განვითარებას და აძლიერებს გუნდს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით.

ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის!

იხილეთ მეტი: https://tesengroup.com/ge/

შპს “ტესენ ქონსთრაქშენი” აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის დამხმარის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

• საველე პირობებში გეოდეზისტის დახმარება კოორდინატების მონიშვნისთვის;
• გეოდეზისტის მითითებული ადგილების სწორი შერჩევა და პრიზმის ნორმების შესაბამისად გამართვა;
• გეოდეზიური სოლების ზუსტ კოორდინატებში ჩასმა;
• გეოდეზისტის დახმარება ტოპოგრაფიული საველე სამუშაოების შესრულებაში;
• გეოდეზისტის დახმარება დაკვალვითი სამუშაოების შესრულებაში, როგორც ტაქეომეტრით ასევე GPS მიმღების გამოყენებით;
• გეოდეზიური და ტოპოგრაფიული კვლევების ჩატარებაში მონაწილეობა;
• გეოდეზისტის დახმარება საველე გეოდეზიური სამუშაოების ჩატარებაში.


ძირითადი მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება. 
• Microsoft პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა.
• B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა). 

სამუშაო პირობები:

სახელფასო რეინჯი - 1200-1500  ლარი 
სამუშაო საათები - ობიექტის სამუშაო რეჟიმის შესაბამისად
ადგილმდებარეობა - თბილისი და რეგიონები

ჩვენ გთავაზობთ:
• ჯანმრთელობის დაზღვევას
• ულიმიტო სასაუბრო დროს

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!