გეოდეზისტი
15-09-2026 - 16-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანიის შესახებ:


შპს „ტესენ ქონსთრაქშენი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანიის სამუშაო პროფილს სამოქალაქო მშენებლობა, კერძოდ კი სატრანსპორტო ინჟინერია და სამშენებლო პროექტების მართვა წარმოადგენს. კომპანია სპეციალიზირებულია გზების, მაგისტრალების, ხიდების და გვირაბების მშენებლობასა და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობაზე. შპს „ტესენ ქონსთრაქშენს“ საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს შესრულებული. 
2025 წლიდან, განახლებული სახელით და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროექტების მართვის სისტემით, ტესენ ქონსთრაქშენი აგრძელებს განვითარებას და აძლიერებს გუნდს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით. 

ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის! 


იხილეთ ვებგვერდი: https://tesengroup.com/ge/

„ტესენ ქონსთრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის პოზიციაზე.


პოზიციის მოკლე აღწერა:გეოდეზისტის ძირითადი პასუხისმგებლობაა სამშენებლო პროექტებზე გეოდეზიური და ტოპოგრაფიული სამუშაოების შესრულება, საველე მონაცემების დამუშავება, შესრულებული სამუშაოების სიზუსტისა და საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი, ასევე შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება.

ძირითადი მოვალეობები:
• პროექტის ფარგლებში გეოდეზიური და ტოპოგრაფიული სამუშაოების შესრულება;
• ობიექტზე პირველადი დაკვალვის, ტრასის აღდგენის, ნიველირების, აგეგმვისა და საშემსრულებლო გადაღებების წარმოება;
• დაკვალვითი სამუშაოების შესრულება ტაქეომეტრისა და GPS სისტემების გამოყენებით;
• საველე მონაცემების კამერალური დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
• შესრულებული სამუშაოების სიზუსტისა და საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
• რაოდენობრივი და საპროექტო შესრულებების მომზადებაში მონაწილეობა;
• საპროექტო ცვლილებებისთვის საჭირო გეოდეზიური მონაცემების მომზადება და მიწოდება;
• პროექტის გუნდთან და სხვა ჩართულ მხარეებთან სამუშაო საკითხების კოორდინაცია;
• შრომის უსაფრთხოების, ხარისხის მოთხოვნებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება გეოდეზიის ან შესაბამის სფეროში;
• გეოდეზისტად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
• საველე და კამერალური სამუშაოების პრაქტიკული გამოცდილება;
• AutoCAD-ისა და Civil 3D-ის ცოდნა;
• ტაქეომეტრთან და GPS მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:
• სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• პრობლემების დროულად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
• სტაბილურ სამუშაო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
• სამედიცინო დაზღვევას;
• ულიმიტო მობილურ პაკეტს;

სამუშაო პირობები:
• სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
• სამუშაო ადგილი: კომპანიის მიმდინარე სამშენებლო ობიექტები;
• ანაზღაურება: შეთანხმებით.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!