კომპანიის შესახებ:
შპს „ტესენ ქონსთრაქშენი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანიის სამუშაო პროფილს სამოქალაქო მშენებლობა, კერძოდ კი სატრანსპორტო ინჟინერია და სამშენებლო პროექტების მართვა წარმოადგენს. კომპანია სპეციალიზირებულია გზების, მაგისტრალების, ხიდების და გვირაბების მშენებლობასა და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობაზე. შპს „ტესენ ქონსთრაქშენს“ საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს შესრულებული.
2025 წლიდან, განახლებული სახელით და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროექტების მართვის სისტემით, ტესენ ქონსთრაქშენი აგრძელებს განვითარებას და აძლიერებს გუნდს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით.
ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის!
იხილეთ ვებგვერდი: https://tesengroup.com/ge/
„ტესენ ქონსთრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.
პოზიციის მოკლე აღწერა:
უმცროსი იურისტი უზრუნველყოფს იურიდიული სამსახურის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერას, სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებასა და ანალიზს. პოზიცია ასევე მოიცავს სამართლებრივი კვლევების ჩატარებას, საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგსა და იურიდიული დოკუმენტაციის/არქივის მართვას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- იურიდიული სამსახურის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა;
- ხელშეკრულებების, ოფიციალური წერილების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების განხილვა და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის გადამოწმებაში მონაწილეობა;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი სამართლებრივი პოზიციის მომზადებაში მონაწილეობა;
- სამართლებრივი კვლევების ჩატარება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და შეჯამება;
- საკანონმდებლო ცვლილებებისა და ინიციატივების მონიტორინგი, მათი შეფასება და კომპანიის საქმიანობაზე შესაძლო გავლენის ანალიზი;
- სამართლებრივი ანგარიშების, კვლევებისა და სხვა ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება;
- იურიდიული სამსახურის ელექტრონული ბაზისა და მატერიალური არქივის წარმოება, დოკუმენტების სისტემატიზაცია და განახლება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით.
- მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
- სამოქალაქო და კორპორაციული სამართლის საფუძვლების კარგი ცოდნა;
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სამედიცინო დაზღვევას;
- კორპორატიულ ნომერს;
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00 –19:00;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, 26 მაისის მოედანი №2;
- ანაზღაურება: 1,500–2,000 ლარი, კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.