შესყიდვების სპეციალისტი
28-05-2026 - 28-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანიის შესახებ:

შპს „ტესენ ქონსთრაქშენი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანიის სამუშაო პროფილს სამოქალაქო მშენებლობა, კერძოდ კი სატრანსპორტო ინჟინერია და სამშენებლო პროექტების მართვა წარმოადგენს. კომპანია სპეციალიზირებულია გზების, მაგისტრალების, ხიდების და გვირაბების მშენებლობასა და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობაზე. შპს „ტესენ ქონსთრაქშენს“ საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს შესრულებული.

2025 წლიდან, განახლებული სახელით და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროექტების მართვის სისტემით, ტესენ ქონსთრაქშენი აგრძელებს განვითარებას და აძლიერებს გუნდს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით.

 ჩვენ ვაშენებთ თაობებისთვის!

შპს “ტესენ ქონსთრაქშენი” აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

 

პოზიციის მოკლე აღწერა:

შესყიდვების სპეციალისტი პასუხისმგებელია სამშენებლო პროექტებისთვის საჭირო რესურსების შესყიდვის პროცესის ეფექტიან მართვაზე. პოზიცია მოიცავს მომწოდებლებთან კომუნიკაციას, ბაზრის კვლევასა და ფასების ანალიზს, შესყიდვების პროცესის კოორდინაციასა და მიწოდების ვადების კონტროლს. ასევე, უზრუნველყოფს სამშენებლო ობიექტებთან, ლოჯისტიკისა და სხვა შიდა დეპარტამენტებთან ეფექტიან თანამშრომლობას პროექტების შეუფერხებელი მიმდინარეობის მიზნით.

 

პოზიციის ძირითადი საქმიანობა:

• სამშენებლო პროექტებიდან შესყიდვის მოთხოვნების მიღება, დამუშავება და შესაბამისი პრიორიტეტების განსაზღვრა;
• ყოველთვიური და კვარტალური შესყიდვების გეგმების მომზადება და განახლება;
• ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ფასებისა და პირობების კვლევა, ანალიზი და შესაბამისი შესყიდვის მოთხოვნების მომზადება;
• არსებული მომწოდებლების ბაზიდან მომწოდებლების შერჩევა უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინაციით;
• ახალი მომწოდებლების მოძიება, შეფასება და მომწოდებლების ბაზის მუდმივი განახლება;
• შესყიდვის პროცესის სრული ციკლის ადმინისტრირება და ეფექტიანი მართვა;
• მიმდინარე შესყიდვების სტატუსის მონიტორინგი და მიწოდების ვადებისა და პირობების შესრულების კონტროლი;
• სამშენებლო ობიექტებთან და ლოჯისტიკის გუნდთან კოორდინაცია მიწოდების პროცესის ეფექტიანი დაგეგმვის მიზნით;
• მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის ადმინისტრირება და შესაბამისი ინფორმაციის ბუღალტერიასთან დროული გაზიარება;
• შესყიდვების სტატისტიკური მონაცემების, ანგარიშგებებისა და რეპორტების მომზადება განსაზღვრული ფორმატისა და პერიოდულობის შესაბამისად;
• ხელშეკრულებების პირობების შეთანხმების პროცესში მონაწილეობა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
• სატენდერო დოკუმენტაციისთვის ფასების მოძიება პროექტებისა და ობიექტების ლოკაციების გათვალისწინებით;
• შესყიდული რესურსების შესაბამისობის გადამოწმების პროცესში მონაწილეობა შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით;
• ფასების პერიოდული განახლება კომპანიის დადგენილი პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება და სამუშაო გამოცდილება:

•  უმაღლესი განათლება ტექნიკური ან საბუნებისმეტყველო მიმართულებით
•  მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით.
•  ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

უნარები და კომპეტენციები:

• ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარები;
• ბაზრის კვლევის, ფასების ანალიზისა და შედარების უნარი;
• პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
• დროის ეფექტიანი მართვისა და ვადებთან მუშაობის უნარი;
• MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, ეფექტიანად გამოყენების უნარი;
• ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
• ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;

ჩვენ გთავაზობთ:

• პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
• მუშაობას მასშტაბურ და საინტერესო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე;
• გამოცდილ და პროფესიონალურ გუნდთან თანამშრომლობას;
• სამედიცინო დაზღვევას;
• ულიმიტო მობილურ პაკეტს;
• Fitpass-ის კორპორატიულ ფასდაკლების ბარათს;
• სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო პირობები:

• სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
• სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი, თბილისი;
• ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<